logo
ENG



ინაშვილი: გრცხვენოდეთ, ვინც ფაქტის "გათეთრებას" ცდილობთ, მთელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

13 ივნ 202616:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/13/362ayr5b5vqvn5f.png

"პატრიოტთა ალიანსის" მდივანი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში ნოდარ მელაძის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა. ინაშვილის თქმით, გამართლება არ აქვს პოლიციელთა მხრიდან ძალადობის ფაქტზე 4 წლის შემდეგ რეაგირებას. ინაშვილი აღნიშნავს, რომ მომხდარზე მთელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

"რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდა? 2022 წელს "ქართული ოცნება" არ იყო ხელისუფლებაში? ან დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?

ან იქნებ სხვა დაკავებულები მსგავს ფაქტებზე არ ლაპარაკობდნენ 2023- 2024- 2025- 2026 წლებში?! ლაპარაკობდნენ, მაგრამ "პოლიციელი გმირია"-ს ბანერებს ურტყამდით თავში ამ ხალხს. მე დიდ პატივს ვცემ პატიოსან პოლიციელებს, ეს მათ იციან, მაგრამ ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის, ბოღმის, უპატიებლობის, "ნულოვანი თანაგრძნობის" ფონზე!

ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის "გათეთრებას" ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი", - წერს ინაშვილი.


close დახურვა